„ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის, ზედა კაპრეშუმის და სალიბაურის მოსახლეობას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„დღეს, მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის, ზედა კაპრეშუმის და სალიბაურის მოსახლეობასთან.
ჩემს მოსახლეობასთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა სოციალურ საკითხთან დაკავშირებით.
შეხვედრისას ასევე ვისაუბრეთ იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რისი განხორციელებაც დაგეგმილი აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას. თითოეული ხელვაჩაურელის ჩართულობა ჩვენი რეგიონის წინსვლისა და საერთო საქმის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ – აცხადებს დიასამიძე.
კომენტარები