„ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„მიუხედავად კლიმატური პირობებისა ძალიან პროდუქტიული და მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ჭარნალის თემის მოსახლეობასთან.
მათ, ჩემი შემდგომი ოთხწლიანი მუშაობის გეგმები და მთავარი ასპექტები გავაცანი. გპირდებით, ჩემი შეხვედრები არჩევნების შემდგომაც აქტიურად გაგრძელდება! მე, მუდამ ვიდგები ჩემი მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის კეთილდღეობის სადარაჯოზე. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს თბილი დახვედრისა და დათმობილი დროისთვის“ – აცხადებს ზაზა დიასამიძე.
კომენტარები