ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ზაზა გახელაძის ფოტოს და წერს:
“ზაზა გახელაძის მამა დედის***კს აგინებს ამ ხელისუფლებას – არჩევნებზე მარბენინეს და ახლა სად არიანო (პირად საუბრებში), ზაზა გახელაძის ცოლი ამბობს მთავრობა ჩვენს მხარეს დგას, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, არასდროს უთქვამთ, ქუჩაში არ გახვიდეთო… –
ჰოდა, რას გეტყვით, იცით?
სანამ ამ საკითხზე ერთი ალთასაა, მეორე ბალთას და მესამე საერთოდ, ბალზე ზის და ტყემლის კურკებს ეძებს, მანამდე ასე გაიტაცებენ, დაჭრიან, მერე კი ფეხებზე დაგვიკიდებენ ყველას და 13 წელს მიუსჯიან…
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მაგალითი მაინც არ არსებობდეს, რას ნიშნავს ოჯახის მხრიდან მებრძოლი პოზიცია – ოჯახი სადაც პასიურობს, იქ ყველას ხელ-ფეხი აქვს შეკრული: პოლიტიკოსებსაც, სამოქალაქო აქტივისტებსაც…
ერთადერთი, ვისაც ხელ-ფეხი ეხსნება, ხელისუფლება და მისი ცრუ დაპირებებია.
ჰოდა, შეგარგოთ, რა ვქნათ.”
კომენტარები