ფოტო – ფორმულა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობისთვის თბილისიდან ჩავიდნენ აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები.
აქციას არ შეუერთდა ზაზა გახელაძის ოჯახი. როგორც მისმა მამამ მიხეილ გახელაძემ თქვა, დღეს ზაზას დაბადების დღეა და ტაძარში სანთლის დანთებით აღნიშნავენ ამ დღეს.
მიხეილ გახელაძე დღეს ოკუპირებულ ცხინვალში გადასვლას გეგმავდა, თუმცა, მისივე თქმით, პატრიარქისა და ოჯახის თხოვნით, გადაიფიქრა.
გადაიფიქრა ასევე, ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი და მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას, პრემიერის მეთაურობით, ტყუილში ადანაშაულებდა, 1-თვიანი ვადა მისცა.
შეგახსენებთ, გუშინ ზაზა გახელაძის მამამ განაცხადა, რომ პრემიერს კიდევ ერთხელ შეხვდა, სადაც ღარიბაშვილმა მისთვის მიცემული პირობა უარჰყო.
კომენტარები