ზაზა გახელაძის ოჯახი ოპოზიციას შეხვდა. შეხვედრაზე გახელაძის მეუღლე, ბიძა და ნათესავები იმყოფებოდნენ, მათ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები შეხვდნენ.
„ჩვენ რაც ვიცით, ოჯახმა, მედიისთვის არის ღია და არ არის არაფერი დაფარული. ახლაც ვიმსჯელეთ ამ თემაზე, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, დღემდე როგორ მოვიდა ეს საქმე და რატომ ჭიანურდებოდა. დღეს უკვე დაისვა საკითხები და განიხილავენ საკითხებს, რომელიც შეიძლება მოითხოვონ პარლამენტში და დაიწყებენ ამ საქმეზე მუშაობას. ჩვენ ნდობას ვუცხადებთ ყველას, ვინც ჩვენს საქმეში წვლილს შეიტანს და მადლობა ყველას. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არის გათავისუფლება და იქნებიან გათავისუფლების საკითხებში როგორ შეძლებენ, გაიგონ ინფორმაცია, რომელიც შეიძლება სუსს ჰქონდეს და ოჯახს არ ჰქონდეს მისი გაგების უფლება, რაღაც შიდა სამზარეულოში ჩვენ არასდროს შევსულვარ და არც შეიძლება, რომ ოჯახმა ეს ვიცოდეთ, რა ფაზაზე მიდის და როგორი მდგომარეობაა და ამ ყველაფერს დეტალურად გაეცნობიან და აამოქმედებენ იმ ბერკეტებს, რაც შეუძლიათ“,- განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა.
გახელაძის ოჯახი აქციების გამართვასაც გეგმავს.
„ველოდებით ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას, რა ვადებზე იქნება ლაპარაკი, რომელმაც შეიძლება ჩვენ გარეთ არ გამოგვიყვანოს. გვინდა შეხვედრა პრემიერთან, ჯერ გამოხმაურება არ არის და ველოდებით ამ გამოხმაურებას, თუმცა თუ თვითონ ნებით არ წამოვა ამ შეხვედრაზე, შეგვიძლია, ჩვენ მივიდეთ“, – განაცხადა ირმა ბუთხუზმა.
კომენტარები