„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გივი თარგამაძე:
ზაზას იცნობთ, წარმოგიდგინეთ ადრე. მუდმივად წინა ხაზის მებრძოლია. არც ძაან ახალგაზრდაა, არც ძაან ასაკოვანი. 7 წლისაა. პრობლემა ჰქონდა – ქვიშა თირკმელებში. პირადი ექიმი საოკუპაციო ხაზს მიღმა ჩარჩა. ყველამ მაგრად ვინერვიულეთ, მაგრამ, პატარა სპეცოპერაციის შედეგად, პაციენტის და მკურნალი ექიმის შეხვედრა შედგა, მკურნალობის გრაფიკი განისაზღვრა, განხორციელდა და ზაზა ისევ მწყობრშია, სრულად ჯანმრთელი, ბახმუტის კაჟივით და ისევ წინა ხაზზე მიუძღვის თანამებრძოლებს! ზაზა გაიმარჯვებს, აბა რა!
კომენტარები