ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლე ამბობს, რომ ოჯახი 23 ივნისიდან საპროტესტო აქციებს დაიწყებს.
ირმა ბუთხუზი:
“23-ში ზაზას დაბადების დღეა და 23-დან ვაპირებთ აქციების გამართვას. ზაზას მამას დაგეგმილი აქვს, გზებს ეძებს, როგორ გადავიდეს. იმ გზას დავადგები, რა გზაც გაიარა ზაზამო. დაბადების დღეს ერთად გავატარებთ მე და ჩემი შვილიო, იქ შევხვდებითო. მას შემდეგ რაც პრემიერმინისტრისგან მივიღეთ მორიგი ტყუილი, ვეღარ დაგვისახელებნ დროს, რომ მოგვცენ იმედი, თუნდაც ფუჭი.
ზაზა რომ ყოფილიყო ვიღაც გავლენიანი კაცის შვილი, ამას მალევე გააკეთებდნენ. მალევე გამონახავენ გზებს და არ მოუნდებოდათ 341-ე დღე, 344-ე დღე. ჩვენ დღეებს ვითვლით და ისინი წუთებს დაითვლიდნენ”
კომენტარები