დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრებულის მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განცხადება გააკეთა:
„ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის კანდიდატად დასახელების გამო ზაზა სარალიძის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო გამოძიების თითქმის დასასრულს შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმით პოლიტიკური ძალების მიერ გამოკვეთილი დაინტერესება კიდევ უფრო ნათელი ხდება. მხედველობაში მაქვს გარიგება ზაზა სარალიძესა და ხელისუფლებას შორის. 2020 წლის 16 იანვარს ზაზა სარალიძის განცხადება ირაკლი შოთაძის გენპროკურორად ხელახლა დანიშვნის შესახებ და მისი დღევანდელი, 17 იანვრის ვიზიტი ამ უწყებაში პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ირაკლი შოთაძის დაბრუნების შემთხვევაში არ ექნება არანაირ აქციებს ადგილი, სანაცვლოდ კი „გამოძიების შედეგებით კმაყოფილი“ ზაზა სარალიძე დაელოდება გამამტყუნებელ განაჩენს მიხეილ კალანდიას მიმართ. ზაზა სარალიძესთან შეთანხმებით ირაკლი შოთაძის დაბრუნება გენპროკურორად ნიშნავს სასამართლოზე ზეწოლას დააყენონ გამამტყუნებელი განაჩენი მიხეილ კალანდიას მიმართ. არც ისე დიდი ხნის წინ საზოგადოებას ახსოვს ზაზა სარალიძის მოთხოვნით გადაყენებული გენპროკურორი, დღევანდელობა კიდევ უფრო სამახსოვრო ხდება, რამეთუ იგივე ზაზა სარალიძის მიერ გადაყენებული გენპროკურორი ისევ ინიშნება იმავე თანამდებობაზე მასთან შეთანხმებით. ეს კიდევ ერთი პოლიტიკური გარიგებაა მიხეილ კალანდიას საქმეზე“
კომენტარები