11 ივნისს, 13:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურსივრცეში გაიმართება პრესკონფერენცია ZEG Tbilisi Storytelling Festival–თან დაკავშირებით.
ZEG Tbilisi Storytelling Festival – ამბის თხრობის პირველისაერთაშორისო ფესტივალია რეგიონში, რომელიც Impact Hub Tbilisi–სა და Coda Story–ის მიერ 2019 წელს დაარსდა. წელს ფესტივალი 21–23 ივნისს ჩატარდება და მოიცავსპანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, საგანმანათლებლო ტურებსა დაარაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალი აერთიანებსსხვადასხვა ინდუსტრიის 100-ზე მეტ წამყვანპროფესიონალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story
ფესტივალის მხარდამჭერები: თიბისი კონცეპტი, Visa, საქართველოში აშშ-ს საელჩო, რადიო თავისუფლება, IFPIM, სტრატეგიის და განვითარების ცენტრი CSD, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, IREX, Setanta Sports, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ROOMS, MARGO, Honore, Jujuna, Windfor’s.
ბილეთები: tkt.ge/ZEG
დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ: Webpage, LinkedIn, Twitter, Facebook, Instagram, Youtube
სიახლეებისთვის, გამოიწერე ჩვენი ნიუსლეთერი: https://www.zegfest.com/sign-up
მისამართი: მარჯანიშვილის ქ. #7, IV სართული.
(R)
კომენტარები