ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს თამარ ბაჩალიშვილის შეყვარებულად აცხადებს, კიდევ ერთხელ ამბობს, რომ „ზეგ“-ს, სადაც თამარ ბაჩალიშვილი მუშაობდა, არ ენდობა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ თამარის გამორთულ კომპიუტერთან დაემყარებინა წვდომა ამ კომპანიის რომელიმე თანამშრომელს და უკავშირდება თუ არა სოციალური ქსელში თამარის „ფეისბუქ ექაუნთის“ გაქრობა, ლობჟანიძე აღნიშნავს, რომ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით არ ენდობა აღნიშნულ კომპანიას.
ამასთან, „ზეგ“-ის კონტექსტში ლობჟანიძემ ახსენა „ურანით და ძვირფასეულობით ვაჭრობა”.
ახალგაზრდა ამბობს, რომ ის საქმიანობა, რასაც „ზეგ“-ი ეწევა, ქართული მენტალობისთვის „ცოტა მიიღებელია“.
კომენტარები