ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ვაქცინის ირგვლივ არსებულ კრიტიკულ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იუმორისტულ სტატუსს აქვეყნებს.
“გუშინ, ეზოში, ზეიკიძის “კალბასზე” გაზრდილი მეზობელი მეკამათა, ვაქცინას როგორ გავიკეთებ, რა ვიცი, რისგან მზადდებაო”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
მისივე თქმით, “სიმართლე ნარევი იუმორი ყოველთვის კარგია”.
ამასთან, კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაცია მოხდა, ეს პანდემიასთან ბრძოლას ძალიან გაართულებს.
„თუ იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი დაბალი იქნება, ვინც ვაქცინას გაიკეთებს, ეს პანდემიასთან ბრძოლას ძალიან გაართულებს.
ჩვენი ტიპის ქვეყანას, რომელსაც მეცნიერული თვალსაზრისით ვაქცინის შექმნაში დაბალი რესურსების გამო წვლილი ვერ შეგვაქვს, რეალურად, მომხმარებლები ვართ. ამიტომ, როდის მოაღწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერიოზული სიკეთე საქართველომდე, ბოლომდე არ ვიცით. იმედს ვიტოვებთ, რომ გაზაფხულზე ეს შესაძლებელი იქნება“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „იმედის დღე“ განაცხადა.
კომენტარები