ბათუმის მესამე საჯარო ბაღში ზეიმს მშობლების ნაცვლად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დაესწრო. აღსაზრდელების მშობლები კი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ღონისძიების დასრულებას ჭიშკარს მიღმა, ქუჩაში, ელოდებოდნენ.
ირკვევა, რომ ზეიმზე დავით გაბაიძე საგანგებოდ ბაღის გამგემ მიიწვია, სადაც ის მეუღლესთან ერთად მივიდა.
ფაქტმა აღსაზრდელების მშობლების განაწყენება გამოიწვია. ისინი ზეიმზე მხოლოდ ერთი მშობლის დასწრების ფაქტს უსამართლოდ მიიჩნევენ.
თავად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კი ვერც ხვდება, რა უნდა სწყენოდათ, მეტიც, ის ამბობს, რომ სხდომა დატოვა ამ ღონისძიების გამო:
სამწუხაროა, ვინმე თუ განაწყენდა. სხდომა დავტოვა მე, მოადგილე დავსვი დროებით სხდომაზე და დაახლოებით ათი წუთი დამჭირდა ალბათ მისვლა და მოსვლა, – ამბობს დავით გაბაიძე.
ბაგა-ბაღის დირექტორი ღიად აცხადებს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ღონისძიებაზე მხოლოდ იმის გამო დაუშვა, რომ ის მაღალჩინოსანია.
ფოტოზე, ასევე, ჩანს, რომ დახურულ სივრეში, ყველას როდის უკეთია პირბადე, თუმცა, რა დროს ეგ არის, ამხელა თანამდებობის კაცმა, სხდომა დატოვა ამ ღონისძიების გამო.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები