გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ზელენსკის ბოლო, გუშინდელი ღამის მიმართვა იყო გზასაყარი რეალურ პოლიტიკაში.
ზელენსკი ადრეც ითხოვდა მძიმე იარაღს. სიაც კი გაუგზავნა ამერიკელ და ევროპელ თანამდგომებს, საჭირო იარაღის სიაც.
როგორც ჩანს, ვერ იღებს იმას, რაც ასე აუცილებლად ესაჭიროება უკრაინას და გუშინ ღამით გაყო საეთერო ეკრანი, მარცხენა ნახევარზე თავად იყო და მიმართავდა დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებას,
ეკრანის მარჯვენა ნახევარზე კი სურათებით აჩვენებდა იმ იარაღს, რაც საჭირო და აუცილებელია.”
კომენტარები