ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, განაცხადა:
“ეს უნდა ვთქვა, იმიტომ, რომ ხმამაღლა ვერ ამბობენ და თუ ამბობენ ცოტა შეფარულად, მაინც და მაინც უნდათ, რომ საქართველომ გამოუცხადოს ომი ვინმეს?! საქართველომ ბლოკადა უნდა გაუკეთოს ვინმეს?! გაზი საიდან გადის, ჩვენთან შემოდის და ჩვენ ვყიდით გაზს?! გაზი გადის უკრაინიდან ევროპაში. ვიღაც სულმოკლეები როცა ჩვენ ქვეყანას გვიმართავენ და იმას ამბობენ, რომ თურმე საქართველოს რაღაც რომ გაეკეთებინა ომს მოიგებდნენ აქამდე?! ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და თავი დაგვანებონ რა, ყოველთვის ვეხმარებით და ყოველთვის დავეხმარებით, უკრაინელების დახმარება მე არ დამავიწყდება.
იმათი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენზე იძახიან ხომ რომ რას აკეთებენ და მთავრობას აგინებენ, ოპოზიციას, ზოგიერთს უხარია, რომ აგინებენ. რა ის თუ შეგაქებს რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტი რომელიც არ უნდა იყოს, უნდა გაგიხარდეს ახლა?! ზელენსკი შეგაქებს, მაკრონი შეგაქებს თუ პუტინი შეგაქებს?! ვინც არ უნდა იყოს, მე ჩემი ქვეყნის ინტერესები მაინტერესებს პირველ რიგში და მერე სხვები”.
კომენტარები