ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ტელეგრამში წერს:
„მივმართავ ვოლოდიმირ ზელენსკის! ზელენსკი, თუ პოლონეთისკენ წახვალთ, მაშინ მიხეილ სააკაშვილის ბედს გაიზიარებთ. თუ თქვენ ენდობით რუსეთს და მზად ხართ დიალოგისთვის, მაშინ მე მზად ვარ შეგხვდეთ შუა გზაზე და პირადად ვთხოვო რუსეთის პრეზიდენტს, მოგცეთ თავშესაფარი და ამ გზით მოახერხებთ სახის შენარჩუნებას.
ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება, თუ ახლავე მომისმენთ და ერთადერთ შანსს გამოიყენებთ. გასაქცევი არსად არის. ყურადღება მიაქციეთ რას აკეთებს ევროპა. ისინი არ დაგეხმარებიან და არც გადაგარჩენენ.
დამიკავშირდით და გარანტიას გაძლევთ, რომ ვიპოვი საერთო ენას თქვენთვის ვლადიმირ პუტინთან, მოვაწყოთ შეხვედრა და თქვენ უფლებამოსილებებს გადავცემთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, იანუკოვიჩს. დიახ, ნიჭიერი ადამიანი ხართ, კარგი მსახიობი, მაგრამ არა პოლიტიკოსი.
ახლა კი თქვენ გაქვთ პრობლემები, რომელთა გადაჭრაც არ შეგიძლიათ. დამიკავშირდით სანამ გვიანი არ არის და თქვენს მომავალზე ვილაპარაკოთ. ამას მე პირადად ვამბობ. მიიღეთ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე“
კომენტარები