უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენიმე რუსულ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ “როსტელეკომი”და “მოსკოვსკი კომსოკოლეცი”, რომელთა ინტერნეტ საიტებზე წვდომა უკრაინის ტერიტორიაზე შეზღუდული იქნება.
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, სულ სანქციები ეხება 12 რუსულ კომპანიას, მათ შორის ბიზნეს ნიუს მედიასა და მის კუთვნილ საიტს “ვედომოსტის”, “ნოვინფოს”, “ონლინიუსს”, საქველმოქმედო დახმარების ასოციაციას Взаимопомощь და სხვებს. იბლოკება წვდომა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე-ფაქტო ხელმძღვანელთან დენის პუშილინთან დაკავშირებულ ორ რესურსთანაც.
კომენტარები