უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ სამიტის წევრებს სიტყვით მიმართა.
უკრაინის პრეზიდენტმა ლიდერებს გაწეული სამხედრო და ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, გააძლიერონ სანქციები რუსეთის მიმართ, დაეხმარონ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით და ყველაფერი გააკეთონ, რომ ომი წლის ბოლომდე დასრულდეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების თანმიმდევრული პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, სანქციები მომავალშიც უნდა გაძლიერდეს, განსაკუთრებით, აგრესორის ექსპორტირებულ ნავთობზე ფასები უნდა შეიზღუდოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კომენტარები