უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნული პრემიერმინისტრი ლიზ ტრასი უკრაინაში მიიწვია. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. ზელენსკი განმარტავს, რომ ტრასთან მას სატელეფონო საუბარი გამართა.
“მე პირველი უცხოელი ლიდერი აღმოვჩნდი, ვინც ბრიტანეთის ახლადარჩეულ პრემიერმინისტრს, ლიზ ტრასს ესაუბრა. მე ის უკრაინაში მოვიწვიე. ბრიტანელებს უკრაინის თავდაცვისა და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთი მზად არის მისი შემდგომი გაძლიერებისთვის”
კომენტარები