გამოცემა Axios სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 6 ნოემბერს ვოლოდიმერ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში ილონ მასკიც მონაწილეობდა.
გამოცემის ცნობით, ილონ მასკმა უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ Starlink სატელიტებით ომში ჩართული ქვეყნის დახმარებას გააგრძელებს.
წყარო გამოცემასთან ამბობს: „არაფერი, რაც ზელენსკიმ და მისმა თანაშემწეებმა მოისმინეს ტრამპისა და მისი გუნდისგან პირადში, არ ყოფილა საგანგაშო და არ გვაგრძნობინებდა, რომ უკრაინა იქნება ის, ვინც გადაიხდის ფასს“.
კომენტარები