უკრაინის პრეზიდენტის ფოტოები, უკრაინის დროშის ფონზე, ნაგვის ურნებზე – ბათუმში “ალტ-ინფოს” თანამოაზრეები ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოებს არასათანადო ადგილებზე აკრავენ.
ერთ–ერთი პირი, რომელიც პლაკატებს იღებდა, ირაკლი ჯანყარაშვილი, “მთავართან” ამბობს, რომ “კამპანიას” ევრაზიის ინსტიტუტი აფინანსებს.
“ზელენსკი არის უკრაინაში ომის პარტიის წარმომადგენელი, რომლის მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ომი არ აეცილებინა თავისი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შანსი ჰქონდა სამშვიდობო ხელშეკრულების დადების, იგივე ნეიტრალიტეტის სტატუსი, ახლა რასაც ვხედავთ ჩვენ კოლექტიური არესტოვიჩების, არახამიების განცხადებებს, ეს არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ საქართველო ჩაითრიონ საომარ მოქმედებებში… ეს პატარა პერფორმანსი “ზელენსკის ადგილი არის ნაგვის ურნაზე” დაიწყო ევრაზიის ინსტიტუტის მხარდაჭერით.
ალტ-ინფოს ბიჭებთან, ლიდერებთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებს, არავის არ წარმოვადგენ”, – თქვა ირაკლი ჯანყარაშვილმა.
კომენტარები