საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მიმართა:
„ვლადიმერ ზელენსკის მივმართავ, იქნებ, თავის ჩინოვნიკს, მიხეილ სააკაშვილს ლაგამი ამოსდოს, რადგან უფრო არაადეკვატური გახდა. ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა დახია და შემდეგ უკრაინაში სახურავებზე დარბოდა, მერამდენე წელია, თავის მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს? ეს ნორმალური არ არის. მიხეილ სააკაშვილის უაზრო განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან თხოვნა და მოთხოვნა მექნება, რომ იქნებ, ლაგამი ამოსდონ. სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც კანონი უზენაესია, განურჩევლად სტატუსის, მრწამსის თუ რელიგიური მიმდინარეობის. ნებისმიერი ადამიანი, ვინც დადგენილ ნორმებს დაარღვევს, სანქციებს თუ ჯარიმებს დაექვემდებარება. სახელმწიფოს პროვოკაცია არ უნდა მოვუწყოთ და ინსტიტუციები არ უნდა ჩამოვშალოთ. ვინც ამაზე მიდის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯებს დგას”
“ალია” დაუკავშირდა უკრაინის საელჩოს კომენტარისთვის. როგორც კი მივიღებთ (თუ მივიღებთ), მათ პასუხს ირაკლი ზარქუას მოთხოვნაზე – რა თქმა უნდა, მყისიერად შეგატყობინებთ.
ჩასწორება: – უკრაინის საელჩომ საქართველოში უარი განაცხადა ირაკლი ზარქუას განცხადების კომენტირებაზე.
კომენტარები