დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას:
“არ გრცხვებიათ, მართლა? სანამ ყაველაშვილი იგინებოდა, ამასობაში ომში მყოფმა ზელენსკის შემოგითვალათ, რომ შეგეწერათ თქვენც და ბიძინა ივანიშვილსაც. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ, დიახ, მკვლელია პუტინი… პუტინს მიზეზები არ სჭირდება, რომელიმე ქვეყანაში შესასვლელად. გგონიათ საქმე გამსახურდიაში, შევარდნაძეში, სააკაშვილში და ივანიშვილშია? საქმეა პუტინშია… ცოცხები გაქვთ აფარებული, თითქოს არაფერ შუაში ხართ… გგონიათ, მიზეზი უნდა ვინმეს? არანაირი მიზეზი არ უნდა პუტინს აქ რომ შემოვიდეს. და მარტო რომ დავრჩებით, მერე მართლა დაგვერხევა, თქვენ ენაზე რომ გითხრათ.”
კომენტარები