რატომ შესთავაზა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერ მინისტრის თანამდებობა – ამ თემაზე „პრაიმტაიმი“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.
„პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, ზელენსკის ამ გადაწყვეტილებაში არის გარკვეული ლოგიკა. უკრაინის პრეზიდენტმა დღემდე ვერ მოახერხა კორუფციული ჭაობის ამოშრობა.
მას სჭირდება ყინულმჭრელი, ადამიანი რომელსაც შეუძლია ამ ტიპის სისტემების მორყევა და დანგრევა მაქსიმალური აგრესიით.
რეფორმების მიმართულებით ზელენსკი ფიქრობს, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობს. რადგან თუ სააკაშვილი ეყოლება, ამ ბრძოლაში ზელენსკი წარმატებული იქნება და ამით დაიწერს ქულებს და რაღაც გარღვევას მოახდენს.
თუ წარუმატებელი იყო, ერთ პრობლემას მოიშორებს სააკაშვილის სახით. შესაბამისად, ის პოლიტიკურად სწორ თამაშს თამაშობს.
გასაგებია, რომ გარკვეულ სირთულეებს იწვევს საქართველოსთან ურთიერთობაში, თუმცა ჩვენს თავზე ნუ ვიქნებით მაღალი წარმოდგენის, რომ ჩვენ ვინმე ანგარიშს უნდა გვიწევდეს.
ისე დავაყენეთ საქმე, რომ ანგარიშს უკვე აღარავინ გვიწევს არაფერში“.
კომენტარები