შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ბრატისლავაში პრემიერმინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა:
“ვინ რა თქვა საერთაშორისო პარტნიორებმა მე არ ვიცი, არ მიყურებია ნამდვილად, თუმცა არიან ამოფარებული ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ, თუმცა ხშირად გვლანძღავენ ხოლმე. ვუსმინე, რა თქმა უნდა, ბატონ პრემიერმინისტრს, ილაპარაკა სრული სიმართლე და ეს ახალი არ იყო, მე მგონი, პირველად არავის გაუჟღერებია, თვით ბატონი ზელენსკიც იძახდა ამას, რომ ნატოს გულიზე ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკან. ვითომ პირველად თქვა ბატონმა ირაკლიმ, ვითომ, ისეთი რაღაც შეფუთეს სამწუხაროდ. ეს არაერთხელ უთქვამთ, მსოფლიო ლიდერებს, დიდი სახელმწიფოს ლიდერებს და იგივე გაიმეორა ბატონმა პრემიერმა და სიმართლე თქვა, რასაც იმეორებდნენ სხვები, დიდი ლიდერები, მათ შორის, ბატონი ზელენსკი. ჭიანჭველასგან სპილოს შექმნას ცდილობს ოპოზიცია და სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც.”
კომენტარები