პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:
“აი, ეს არის დღეს, სამწუხაროდ, საპატრიარქოს კომუნიკაცია – ემპათია – 0! უკრაინის ეკლესიისა და მოსახლეობისადმი სამძიმარი – 0! გენოციდის დაგმობის მიზნით გაკეთებული განცხადება – 0! რუსეთის მოსახლეობისადმი და კირილისადმი მიმართვა – 0! სიმბოლურად რომ ვთქვათ და სიმბოლოთი – Zero!
აი, ეს არის მათი ერთი თვის კომუნიკაცია ფბ გვერდზე და ვებგვერდზე. სამწუხაროა.
სამების ტაძრის ეზოში საკურას ნერგები დაირგო – 06.04.2022
მონოზონ ელენეს (ლიდა ჯანაშვილის) გარდაცვალების გამო – 06.04.2022
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ირაკლი ბრაჭულს – 04.04.2022
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი დავით გობეჯიშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს – 03.04.2022
ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსები სტუმრად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან – 31.03.2022
იაპონიის ელჩმა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებმა საქართველოს საპატრიარქოს ეზოში იაპონიის სიმბოლო, – საკურას ნერგები დარგეს – 30.03.2022
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს – 29.03.2022
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან უკვე 40 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში – 27.03.2022
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი. სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისე ჯარისკაცების გამო. ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ. ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს.- 26.03.2022″
კომენტარები