19 წლის მიშო ახლოური, რომელიც საკუთარმა ძმამ მოკლა, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი იყო.
მიშო ახლოური გიორგი შაქარაშვილს სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს უძღვნიდა.
,,შაქარ მენატრები, ძალიან მენატრები, როგორი რთულია უშენოდ, როგორი რთულია იმაზე ფიქრი, რომ ვეღარ შეგხვდები ამ დედამიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ, სულ. ძალიან მიყვარხარ, ერთი იმაზე ფიქრი მაძლებინებს, რომ ახლა უკეთეს ადგილას ხარ, ზემოდან გვიყურებ და ზემოდან მფარველობ შენ საყვარელ ადამიანებს. ჩემი ანგელოზი ხარ შაქარ, ზეცაში აუცილებლად შევხვდებით და იქ მოგვიწევს იმის გაკეთება, რაც ამ უსამართლო ცხოვრებამ არ გვაცადა”
შეგახსენებთ, თბილისში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოკლულის ძმა ცხელ კვალზე დააკავეს.
კომენტარები