პედაგოგი, ჟურნალისტი, როლანდ ხოჯანაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“58 წლის ასაკის ადამიანი გაუშვეს სამსახურიდან, ღირსების ორდენის კავალერი, უმაღლესი განათლების. დაზღვევაზე უარი უთხრეს, რისკჯგუფს მიეკუთვნებიო! არცერთნაირი პაკეტი არ გექნება, რამდენიც არ უნდა იხადოო!
ჰო და ასეთი სოც. პოლიტიკის გამტარებელი სახელმწიფო და მთავრობა არ მინდოდა და არც მინდა!
ეს არაა ზღაპარი. არც რომანტიზებული სიტუაცია! ეს დედაჩემი იყო! ჩემი ძმაც მიაყოლეს ,,შემცირებაში”, 3 მცირეწლოვანი შვილის მამა!
ახლა თურმე თვეში 100, 200 და 300 თუ რამდენიღაც ეცოტავებათ! 7 ადამიანს 100 ლარი გვქონდა თვეში დაახლოებით, მაგრამ სოფლის და მიწის მადლმა გადაგვარჩინა… დედაჩემი ვერ გადაურჩა ოღონდ!
მიხვდით, მიჰისტებო, რატომ არ მიყვარს მიჰა? და ჩემნაირ დღეში იყო უამრავი 1 მიზეზის გამო _ ჩვენ არ ვუკრავდით ტაშს გიჟს და გიჟის პარტიას!
დენი რომ იყო და პატრული, ვიცი! სიცოცხლის უფლებას რომ ფეხებზე იკიდებ, იქ მთავრდები, ხელისუფლებავ! ახლა კიდევ, არც მეგონა, ასეთი სოციალური თუ იქნებოდა ეს ქვეყანა! საზღვარგარეთ ვერ წავედი! ვერ! დედის საფლავს ვერ ვტოვებდი! იმ საფლავს, პაწაწინა ნაძვი რომ ამშვენებს მხოლოდ! დედაჩემი უბრალო ქალი იყო!”
კომენტარები