ჯანდაცვის სისტემის კრახი – მძიმე ვითარებაა ბათუმის კოვიდ კლინიკებში, სადაც პაციენტებს ვეღარ იღებენ. პაციენტები სასუნთქი აპარატებისა და ტესტების არასაკმარის რაოდენობაზე საუბრობენ.
კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მთავარ არხთან ინტერვიუში ყვება, რომ მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრის კლინიკაში მისაღებად, საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ფატი შელიას თქმით, ექიმები მის გადასარჩენად სასუნთქი აპარატის მოხსნას სხვა მძიმე პაციენტისთვის აპირებდნენ.
ინფიცირებულის ინფორმაციით, საავადმყოფომ ვერ მიიღო ხანში შესული პაციენტიც და მოგვიანებით ის კოვიდ-სასტუმროში გადაიყვანეს – “იმაზე წუხდნენ, ჟანგბადი არ გვაქვს და ვის უნდა მოვხსნათ, რომ ბებოს გავუკეთოთო. ტესტებიც აღარ გვაქვსო” ამბობს შელია “მთავართან” საუბარში.
კომენტარები