რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, გიორგი შენგელაიას დაკრძალვაზე ჟურნალისტების ქმედებამ აღაშფოთა, რომლებიც იქ მყოფი პოლიტიკოსებისგან, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებ კომენტარის ჩაწერას ცდილობდნენ:
“ეს არის ჩვენი საზოგადოების, ერის ტრაგედია! როდესაც საქართველო ბუმბერაზ ხელოვანს – გიორგი შენგელაიას ეთხოვებოდა, ჩვენი ენერგიული, მამაცი, ჟურნალისტები, სახლის ირგვლივ, გიენებივით ჩასაფრებულები, ხმამაღალი ყიყინით ჯეგავდნენ სამძიმარზე მისულ ხალხს, რათა პოლიტიკოსებისგან ვანო მერაბიშვილზე კომენტარი ჩაეწერათ… ძალიან მრცხვენია რომ ეს ხალხი ჩემი საზოგადოების ნაწილია. დეგრადაციის სუნი მცემს და საშველი არ ჩანს”
კომენტარები