ზიარების სტერილურობა არის მითი, შექმნილი გაუნათლებელი ღვთისმსახურების მიერ – წერს სოციალურ ქსელში მედიცინის დოქტორი არჩილ მარშანია.
„წვეთოვანი გზით გადაცემა ნიშნავს, რომ დასნებოვნებული ადამიანის ნერწყვში შეწონილი ვირუსები გადმოდის გარეთ და თუ ეს მიკროსკოპული ზომის წვეთი ჯანმრთელ ადამიანის ლორწოვანს შეეხო, მოხდება დასნებოვნება. ხალხისგან დისტანცია და ხალხმრავალი სივრცეებისგან თავის არიდება ეხება ყველა სივრცეს სადაც ბევრი ხალხია, მათ შორის ეკლესიას და სუფრასაც.
ინფექციის გადადების რისკები ქართულ ვარიანტში რომ განვიხილოთ, ვახტანგურის დალევისას, განსხვავებულის ერთი სასმისით შესმისას და ზიარებისასაც უკიდურესად დიდია.
მედიცინა სწავლობს გადაცემის გზას და არა სად მოხდება ეს გადაცემა, ეკლესიაში, სადარბაზოში თუ ტუალეტში. გადაცემის გზა ამით არ იცვლება. შესაბამისად სარკაზმით(!) დასმული შეკითხვა „ვინ დაადასტურა რომ ზიარებისას ვრცელდება“ არის უკიდეგანო ბრტყელტვინობა.
მეტიც, არც რელიგიურად, არსად ბიბლიაში იმაზე არ წერია რომ რომელიმე საეკლესიო რიტუალი სტერილურია, სხვა დატვირთვა აქვს მაგას. ზიარების სტერილურობა არის მითი, შექმნილი გაუნათლებელი ღვთისმსახურების მიერ.
ოდნავ საღი აზრი ვისაც შეგრჩენიათ და გადარდებთ საკუთარი შვილების ან საკუთარი ჯანმრთელობა, სანამ ასეთი სიტუაციაა მოერიდეთ ხალხმრავლობას, პლანის მოწევას, ერთი ბოთლიდან და ერთი კოვზით ან ერთი ყანწით ნებისმიერი სითხის მიღებას. არავინ არც ქართველობას და არც რწმენას არ გართმევთ ამით და არც გაკნინებთ და არც შეურაცხგყობთ და არც უპატივცემულობას იჩენს თქვენს მიმართ. მერე გააგრძელეთ, როცა გადაივლის საფრთხე არ არის პრობლემა. საპატრიარქოზე დიდი მტერი ამ ქვეყანას შიგნით არ ყავს. – წერს ფეისბუქზე ექიმი არჩილ მარშანია.
საქართველოს საპატრიარქო, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს. საპატრიარქო ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ რუმინეთში ერთჯერადი კოვზებით ზიარება დაუშვეს.
კომენტარები