„ზიარების წესი არ შეიცვლება“, – აცხადებს თეოლოგი ლადო ნარსია “2020NEWS“-თან საუბრისას. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეს წმინდა სინოდი საბერძნეთის, რუსეთის, კვიპროსისა და კონსტანტინეპოლის ეკლესიების მსგავსად, “თამამ“ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
ნარსია ასევე აცხადებს, რომ წმინდა სინოდი, სხდომის დასრულების შემდეგ, აქამდე გამოცემული დადგენილებების იდენტურ განცხადებას გაავრცელებს და იტყვის, რომ საქართველოს ეკლესიაში ზიარების წესი არ შეიცვლება.
“სინოდის სხდმა უფრო ადრე უნდა გამართულიყო. სხდომის გამართვამ დააგვიანა. დღეს სინოდის არ მოუწევს გაბედული და თამამი სიტყვის თქმა.
ის, რისი გაკეთებაც საქართველოს ეკლესიამ ვერ გაბედა, სხვებმა გაბედეს. მაგალითად, კონსტანტინოპოლმა, საბერძნეთმა, კვიპროსმა, რუსეთმა და თქვეს, რა არის ეკლესიის რაციონალური პოზიცია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით.
დღეს საქართველოს საპატრიარქო აქამდე გამოცემულ დადგენილებების მსგავს განცხადებას გაავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია, საზოგადოებას ზიარება ესმოდეს, როგორც მომწამვლელი ან საშიში პროცესი.
თუ ჩვენ ვსაუბროთ, სამოქალაქო სეკულარულ სივრცეში ეკლესიის როლზე, ცხადია, ეკლესიასთან დაკავშირებით წესები არ შეეხება მონასტრებსა და ე.წ. საეკლესიო საძმოებს, რომელებშიც ნებისმიერი მსახურება ყოველგვარი შეზღუდვის მიღმა განხორციელდება.
რაც შეეხება მეუფე პეტრეს, მის მიმართ სასჯელის გამკაცრებას არ ველოდები, რადგან ასეთი საკითხის გადაწყვეტას, მეუფეებს შორის უფრო მეტი მზაობა სჭირდება“, – განაცხადა ნარსიამ.
ინფორმაციისთვის, წმინდა სინოდის სხდომა დღეს 12 საათზე გაიმართება. სხდომას სინოდის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე საუბარი კორონავირუსთან ბრძოლის საკითხს შეეხება.
კომენტარები