დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძის თქმით, ზიარების წესსა და კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრას გეგმავს. ამ თემასთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საპატრიარქოზე რამის თქმა საკმაოდ რთულია.
“შევთავაზე საპატრიარქოს სამედიცინო სამსახურს, როცა ეს საკითხი გუშინ წინ დაისვა, მე ველოდები, რომ ალბათ ხვალ, ზეგ უწმინდესობას ვეახლო და ამ საკითხზე ვესაუბრო. მინუსად ჩამითვალეს, როცა ვთქვი, რომ ვერ ჩავერევი ათასწლოვან რიტუალში. მე ვერ მივცემ რეკომენდაციას, რომ რამე რიტუალი შეიცვალოს. მე ვიძლევი რეკომენდაციას, რომ საჭიროა ჰიგიენის წესების დაცვა, რომელიც ეხება თვითონ იმ რიტუალსაც”, — თქვა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, აუცილებელია ზოგადი ჰიგიენის წესები ყველამ დაიცვას და თუ იქმნება საზოგადოებრივი საფრთხე, ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.
კომენტარები