ზოდიაქოს თითეულ ნიშანს, მმართველი პლანეტის ხასიათიდან და რაობიდან გამომდინარე, განსხვავებული ნიჭი და შესაძლებლობები გააჩნია. ასე მაგალითად: მსახიობები ვენერას გავლენით იბადებიან, ჟურნალისტები მერკურის, პოლიტიკოსები პლუტონის და ა.შ თუმცა საიმისოდ, რომ ამა თუ იმ ადამიანის შესახებ ფინანსური წარმატების კუთხით ვიმსჯელოთ, სხვადასხვა კოსმოგრამულ ასპექტებთან ერთად, პირველ რიგში მზის ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებაა აუცილებელი.ამიტომ, იმ ფაქტს თუ კონკრეტულად როდის მოევლინეთ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი და ფინანსების ურთიერთკავშირის კუთხით..სხვადასხვა კოსმოგრამულ ასპექტებთან ერთად, პირველ რიგში მზის ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებაა აუცილებელი. ამიტომ, იმ ფაქტს თუ კონკრეტულად როდის მოევლინეთ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი და ფინანსების ურთიერთკავშირის კუთხით..
ვერძი – ამ ადამიანებს გასაოცარი უნარი აქვთ უთავბოლოდ ხარჯონ ან ერთი-ორად გააორმაგონ საკუთარი კაპიტალი,ცნობილი გამოთქმა -”ფულს, ფული მოაქვს” სავარაუდოდ ვერძებისთვისაა მოგონილი. ამიტომ ზოდოაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ასტროლოგები ურჩევენ, ერთ თვეს რომ ვალების გასტუმრებას მორჩებიან, მეორე თვე იგივე თანხის ვალად გასაცემად გამოიყენონფულთან დამოკიდებულება – ვერძისთვის ფული სასურველი მიზნების მიღწევისა და მაქსიმალური პიროვნული დამოუკიდებლობის მოპოვების ატრიბუტია და არა ფუფუნების საშუალება. ამიტომ ეს ადამიანები მუშაობენ იმისთვის რომ თავს უდარდელად ცხოვრების უფლება მისცენ.
ფინანსური კრედო: ”ბედნიერება ფულში კი არა, მის რაოდენობაშია”
ფულისთვის მზადაა: თავით გადაეშვას საეჭვო ფინანსურ მაქინაციებსა და ავანტურებში. ცოტა ხნით მოახერხოს ეკონომიის გაწევა და საკუთარი თავისთვის უარის თქმა ათასგვარი გამოუსადეგარი ხარახურის შეძენაზე. ძალიან მოკლედ დროით დაივიწყოს ამბიციები და კარიერული სწრაფვა.
კურო- მუყაითი მშრომელი და გონივრულად ხელმომჭირნეა. კურო ნაბიჯ-ნაბიჯ აგროვებს მატერიალურ დოვლათს, ამიტომ უცებ გამდიდრების იმედად ეს ადამიანები არასოდეს არიან ცხოვრებაში. კურო მზადაა ხანგრძლივად და მუხლჩაუხრელად იმუშაოს საიმისოდ რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს. შემდგომში კი ეს მდგომარეობა ხანგრძლივად შეინარჩუნოს და გაზარდოს.
ფულთან დამოკიდებულება – თაყვანისცემის ზღვართან მიახლოვებული პატივისცემა. ფული მას თვითდამკვიდრების და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაციისთვის სჭირდება. ამასთან, იგი არასოდეს ტრაბახობს მიღწეული ფინანსური წარმატებით ან დაგროვილი ქონებით.
ფინანსური კრედო: ”თუკი თქვენ მართლა ასეთი ჭკვიანი ხართ, მაშინ რატომ ხართ ასეთი ღარიბი?”
ფულის გამო მზადაა: მუყაითად იშრომოს, თუმცა ნაკლებად თანხმდება უფასოდ მუშაობაზე. შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს დიდი პასუხისმგებლობა და ასევე შესწევს უნარი პირნათლად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
ტყუპები– ფინანსურ დოვლათს, როგორც წესი სხვადასხვა პარალელური საქმიანობიდან აგროვებენ. ტყუპებს რამოდენიმე საქმის ერთად კეთება უყვართ, აქედან გამომდინარე მათ ან რამოდენიმე პროფესია უნდა გააჩნდეთ, ან ერთი საქმე მრავალმხრივი განშტოებით (მაგალითად ჟურნალისტიკა, კვლევითი საქმიანობა). ფულს მალე შოულობენ და უფრო მალე ხარჯავენ. თუმცა დაგროვებასაც ახერხებენ, თუ თანხა კონკრეტული მიზნისთვის ესაჭიროებათ.
ფულთან დამოკიდებულება: უშუალო და ნაკლებად დიპლომატიური. მოკლევადიანი კონტრაქტი ურჩევნიათ, ხანგრძლივ კორპორატიულ კარიერას. არ შეუძლიათ გრაფიკის მიხედვით მუშაობა, თუმცა არც ხელფასის მოლოდინი აქვთ ზუსტად გრაფიკის მიხედვით.
ფინანსური კედო: ”ადვილად, სწრაფად და ხალისიანად”
ფულისთვის მზადაა: იშრომოს გონებრივად. არ ეზარება სამსახურის საქმეების გამო მუდმივ გადაადგილებაში ყოფნა და სახვადასხვა სახის შეხვედრების გამართვა. მთავარია არ მოიწყინოს.
კირჩხიბი – კირჩხიბს ფული უყვარს, თანაც ძალიან. თუმცა გამომუშავების გზები მისთვის აფსოლუტურად სხვადასხვა შეიძლება იყოს. გამირიცხული არაა, მან კვების ობიექტი გახსნას ან თავი რეპეტიტორობით ირჩინოს, თუმცა ძალზე ხშირად შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ფინანსური სარგებელი სულაც მემკვიდრეობის შედეგად მიიღოს, რომელიც მას შორეულმა ნათესავმა დაუტოვა, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ სიკვდილამდე სულ რამოდენიმე კვირით ადრე გაეცნო მას და მყისიერად მოიხიბლა კირჩხიბის ადამიანური თვისებებით.
ფულთან დამოკიდებულება: ფული კირჩხიბისთვის სულიერი და ფსიქოლოგიური წონასწორობის საშუალებაა. თუ კირჩხიბს ფული არ აქვს (და ასეთი შემთხვევა ბუნებაში არ არსებობს!) ან მის სიმცირეს განიცდის, იგი დეპრესიული და ნერვოზული ხდება.
ფინანსური კრედო: ”რაც მეტია ფული, მით მეტია საკუთარი თავის პატივისცემა”
ფულისთვის მზადაა: იაროს ერთი და იგივე სამოსში წელიწადის ოთხივე სეზონის განმავლობაში. (პრინციპში ამის მიზეზი სიღარიბე იმდანად არაა, რამდენადაც ის რომ კირჩხიბი სამოსს, ნივთებს და ადამიანებს მანიაკალურად ეჩვევა). თავს მიზნად დაუსახოს მეტის და მეტის გამომუშავება, რადგან ხელფასის მატებასთან ერთად, კირჩხიბის თვითშეფასებაც იზრდება.
ლომი – როგორ უნდა გამდიდრდეს ლომი, მაშინ როცა ფიზიკური შრომა ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს არა მარტო არ უყვართ, უფრო მეტიც – ორგანულად ეზიზღებათ. რჩება ერთი ნაცადი ხერხი – იავადმყოფოს მისმა გარემოცვამ, ამ შემთხვევაში გარშემომყოფთა დასახმარებლად წამოწყებული მედიკამენტების ბიზნესი, ლომისთვის სწრაფად გადმდიდრების უდაო შანსი იქნება. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ისე კი ლომისთვის ფინანსური სტაბილურობა, საზოგადოებაში მათი პერსონის შეუცვლელობის პირდაპირპროპორციულია. ამიტომ შრომა თუ არ უყვართ, იქნებ კარგი პიარი მაინც გაუკეთონ საკუთარ თავს, საიმისოდ რომ ფინანსურ სარბიელზე წარმატებას მიაღწიონ.
ფულთან დამოკიდებულება: ფული ადამიანის წარმატების მთავარ საზომად მიაჩნიათ. ხშირად მათი პროფესია დაკავშირებულია გასართობ ინდუსტრიასთან ანდა ფულს სულაც ჰობის საშუალებით გამოიმუშავებენ. არ თანხმდებიან შემოთავაზებას, თუ არ იციან კონკრეტული ანაზღაურების მოცულობა. მიაჩნიათ რომ მაღალი ხელფასი, ეს აფსოლუტურად ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენაა მათ ცხოვრებაში.
ფინანსური კრედო: ”სიმდიდრე არ არის გონიერების მაჩვენებელი და არც ჭკუა ნიშნავს ყოველთვის, გამდიდრების შანსს”
ფულისთვის მზადაა: შეადგინოს რთული ბიზნეს-გეგმა და მონდომებით ეძებოს სპონსორები. იმუშაოს უხელფასოდ, თუ ეს საქმიანობა მის საზოგადოებრივ იმიჯს და სახელს წაადგება. კარგად აცნობიერებს იმას, რომ სახელი -ბრენდია, ბრენდი კი ფული.
ქალწული- ზოდიაქოს ყველაზე ფულისმშოვნელ-გამომმუშავებელი ნიშანი. დაბადებიდან ახასიათებს ეკონომიურობა, კარგი ფინანსური ალღო და ანალიტიკური აზროვნების უნარი. შეუძლია წლების მანძილზე იმუშაოს მუყაითად საიმისოდ, რომ საკუთარი შემოსავალი არა ორჯერ ან სამჯერ, მაქსიმუმ ათჯერ მაინც გაზარდოს.
ფულთან დამოკიდებულება:- გამომიდნარე იქედან, რომ ქალწული ზოდიაქოს მეექვსე სახლს განაგებს (სამსახური, პროფესიული რეალიზაციის გზები), ქალწულებს როგორც წესი ყოველთვის ნათლად აქვთ გააზრებული თუ როგორ, რა გზით და რა ვადებში უნდა გამოიმუშაონ სასურველი კაპიტალი. აქედან გამომდინარე, მათი უმრავლესობა ძვირფას დროს ფუჭად არასოდეს ხარჯავს. ამ ადამიანებმა ყოველთვის ზუსტად იციან, საკუთარი შრომის საფასური და იშვიათად თანხმდებიან მის არაადექვატურ ანაზღაურებას.
ფინანსური კრედო: ”ზღვა კოვზით დაილევა”
ფულისთვის მზადაა: იმუშაოს გონებრივად ხანგრძლივი დროის მანძილზე .(ქალწულების უმეტესობა განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით და ამტანობით არ გამოირჩევა). შეასრულოს ყველაზე მომაბეზრებელი და რუტინული სამუშაო. ნაბიჯ-ნაბიჯ გაზარდოს საკუთარი ფინანსური შემოსავალი.
სასწორი– ხშირად საკუთარი გარეგნული მონაცემების ან არტისტული შესაძლებლობების ხარჯზე მდიდრდება. თუ ბუნებამ არც ერთი უბოძა და არც მეორე (რაც ძალზე იშვიათი შემთხვევაა) აუცილებლად შესძლებს ფულის გამომუშავებას პარტნიორული ურთიერთობების გზით, იქნება ეს იურისტის პროფესია თუ გარიგებით ქორწინება, სასწორი ყოველთვის მონახავს გზას საიმისოდ, რომ საკუთარი არსებობა, მატერიალურად უზრუნველყოს პარტნიორის დახმარებით.
ფულთან დამოკიდებულება:- სასწორების უმრავლესობა ფიზიკური შრომის წინააღმდეგია. მათი მთავარი კოზირი კაპიტალის დაგროვების საკითხში, გარეგნული მონაცემები, დიპლომატიის უნარი და კომუნიკაბელურობაა. ამიტომ ეს ხალხი არცთუ იშვიათად ახერხებს სოლიდური შემოსავლის დაგროვებას, რომელიმე სახელოვნებო დარგში მოღვაწეობის გზით. თუმცა სასწორისთვის მომგებიანი შეიძლება ასევე, ნებისმიერი საქმე გახდეს სადაც უშუალოდ პარტნიორობის მომენტი და საზოგადოებასთან კომუნიკაციაა აუცილებელი.
ფინანსური კრედო: ”ფორტუნა ჭირვეული ქალბატონია.. იგი მახინჯსაც და ლამაზსაც ერთნაირად უღიმის”
ფულისთვის მზადაა: დაქორწინდეს ადამიანზე რომლის მთავარი ღირსებაც, ბევრი ფულის გამომუშავებაა. შეუძლია სამსახურში, საწყის ეტაპზე მუყაითად იმუშაოს, მაგრამ როგორც კი სიტუაციას შეისწავლის, აუცილებლად ეცდება ”შავი სამუშაო” სხვებს განუმეორებელი, მომხიბვლელი ღიმილით გადააბაროს.
მორიელი- ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, დიდი ქონების დაგროვება არცთუ რთული საქმეა. მთავარია მათ ეს ნამდვილად მოინდომონ. ხასიათში გამოკვეთილი რადიკალიზმის გამო, მორიელთა უმრავლესობას გააჩნია უნარი ცხოვრებაში ყველაფერიც იყოს და არაფერიც. აქედან გამომდინარე, ის თუ რა გზას აირჩევს ფინანსური წინსვლის თვალსაზრისით, მთლიანად მორიელზეა დამოკიდებული.
ფულთან დამოკიდებულება:- მორიელი ბუნებით ფრთხილი და წინდახედულია. ამას გარდა მას აქვს შესანიშნავი ინტუიცია, რაც გამომუშავებული ფულის სწორად ინვესტირებაში ეხმარება ზოდიაქოს ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს. თუმცა ისევ და ისევ ზემოთხსენებული რადიკალიზმია ხშირად იმის მიზეზი, რომ ბევრი მორიელი დგება ფინანსური კრახის ან სამართლებრივი დევნის ობიექტი, საეჭვო გარიგებებსა და ავანტურებში მონაწილეობის გამო.
ფინანსური კრედო: ”ცხოვრებაში, ყველას თავისი მეთოდი აქვს თავის გასტანად”
ფულისთვის მზადაა: იმუშაოს მუყაითად, მაშინაც კი თუ სამუშაო მისთვის სიცოცხლის საფრთხესთანაა დაკავშირებული. ითანამშრომლოს საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანებთან და მონაწილეობა მიიღოს ავანტიურისტულ გარიგებებში. გარისკოს დიდი ფულის ჩადება საქმეში, იმ იმედით რომ ათჯერ მეტ შემოსავალს მიიღებს, წარმატება კი ამ დროს, მხოლოდ იღბალს მიანდოს.
მშვილდოსანი- მშვილდოსნებს როგორც წესი ფინანსებთან მიმართებაში უდარდელი და ერთობ დაუდევარი დამოკიდებულება ახასიათებთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მმართველი პლანეტა იუპიტერის გავლენით, მათ სხვებზე უფრო ხშირად უმართლებთ ცხოვრებაში ფინანსური თვალსაზრისით (იგებენ ლატარიაში, ბედი სწყალობთ აზარტული თამაშებისას, ხდებიან მოულოდნელი მემკვიდრეობის ადრესატი და ა.შ). თუმცა აი, რამდენად ახერხებენ ისინი ამგვარი ბედნიერი შემთხვევითობის შედეგად მიღებული ფინანსური დოვლათის შენარჩუნებას ეს უკვე სხვა საქმეა.
ფულთან დამოკიდებულება:- მშვილდოსნები ქრონიკული მფლანგველების კატეგორიას განეკუთვნებიან, ამიტომ თუ რომელიმე მათგანის პირად რუკაში მომიჯნავე ზოდიაქოს ნიშნის-თხის რქის დიდი გავლენა არ არის გამოკვეთილი, სიტყვა ”ეკონომიის” მიშვნელობა მშვილდოსანს ისევე ესმის როგორც ზოგიერთს ჩინური ენა. თუმცა თუ მაინც ახერხებს იგი ამ მცნების გათავისებას, მმართველი პლანეტის წყალობით (იუპიტერი ხომ წარმატების პლანეტაა) მისგან შესაძლოა არცთუ ურიგო ბიზნესმენი დადგეს.
ფინანსური კრედო: ” ფული იხარჯება, მეგობრები რჩებიან”
ფულის გამო მზადაა: იმოგზაუროს და სამსახურეობრივი მივლინების ფარგლებში გაემგზავროს, თუნდაც ქვეყნის დასალიერში. თუკი ხელმძღვანელობის მიმართ სიმპათიით განეწყო, შეუძლია გამოვიდეს სიტყვით და მუშაობის სტიმული მისცეს დანარჩენ თანამშრომლებს, წააქეზოს ისინი უფრო მეტი ენთუზიაზმისკენ.
თხის რქა- ზოდიაქოს ე.წ ”მუშა კლასის” წარმომადგენელს, ცხოვრებაში ფინანსურ წარმატებაზე მეტად ბრწყინვალე კარიერის გაკეთება და საყოველთაო აღიარება სწყურია. თუმცა კარიერისტული მისწრაფებები, სულაც არ უშლის ხელს თხის რქას იმაში, რომ თანამდებობრივ ზრდასთან ერთად, სახელფასო განაკვეთის გაორმაგებასაც მიაღწიოს. თხის რქამ კარგად იცის საკუთარი თავის ფასი, აქედან გამომდინარე არასოდეს თანხმდება საეჭვო პროექტებში მონაწილოებაზე. მისთვის მიზანი ნათელი, გასაგები და რაც მთავარია მისაღები უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წვრილმანებზე არასოდეს მოცდება.
ფულთან დამოკიდებულება:- მართალია თხის რქას ძუნწი არ ჰქვია, მაგრამ უზომოდ ხელგაშლილსაც ვერავინ დაარქმევს. რაციონალიზმი და წინდახედულება, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს დაბადებიდან გააჩნიათ, თხის რქის ხასიათში შესანიშნავი ბიზნესმენის ალღოს ავითარებს.თუმცა საიმისოდ რომ მან ფინანსურ წარმატებას მიაღწიოს, აუცილებლად უნდა დაძლიოს საკუთარ თავში, თანდაყოლილი შიში წარუმატებლობის მიმართ და პესიმიზმი რომელიც პერიოდულად დარევს ხოლმე ხელს.
ფინანსური კრედო: ”ფული თავისუფლებაა, ეკონომია ცხოვრების სტილი”
ფულისთვის მზადაა: გამოავლინოს აქამდე მისთვისაც სრულიად შეუმჩნეველი ათასგვარი სახის ნიჭი და ფარული ტალანტი. დაუმტკიცოს მთელს ქვეყანას და მათ შორის საკუთარ თავსაც, რომ იდეალური და უნაკლოა. თავი გადადოს სიბერეში მდიდრული ცხოვრებისა და სრული მარტოობისთვის.
მერწყული – ფინანსურ საქმეებს, მერწყულისების უმრავლესობა, როგორც წესი ინტუიციაზე დაყრდნობით უფრო აგებს, ვიდრე ლოგიკის დახმარებით. მმართველი პლანეტა ურანის რევოლუციურ-ნოვატორული გავლენის გამო, მერწყულთა უმრავლესობა ხშირად საკუთარ ბიზნესს მომავლის ტექნოლოგიების განვითარებაზე დამყარებით აწყობს და ფულს ხშირად ბევრისთვის სრულიად უტოპიურ პროექტებშიც კი აბანდებს. თუმცა რაც არ უნდა გასაკვირად ჩანდეს, ეს პროექტები იძლევიან კიდეც წლების შემდეგ კოლოსალურ შემოსავალს მათთვის.
ფულთან დამოკიდებულება:- მერწყულს ფული იმდენად აინტერესებს რამდენადაც სჭირდება. როგორც წესი ეს ადამიანები ქრონიკული დამგროვებლური სინდრომით არასოდეს გამოირჩევიან. თუმცა არც ზარმაცი და სხვის ხარჯზე მცხოვრები ხალხის მიმართ იჩენენ დიდ გულმოწყალებას. მერწყულისთვის ფული, პიროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ატრიბუტია, აქედან გამომდინარე იგი სწორედ ამ მოსაზრებით გამოიმუშავებს მას.
ფინანსური კრედო: ”ისწავლე მინიმუმი, გამოავლინე მაქსიმუმი”
ფულისთვის მზადაა: როგორც წესი, არცთუ მაინც და მაინც ზრუნავს იმაზე რომ კაპიტალი დააგროვოს, თუმცა შეუძლია დათანხმდეს მუშაობას დიდი ფულის გამო, როცა ეს ფული მის ახლობლებს ან სამეგობროს სჭირდება. გააჩნია უამრავი კრეატიული იდეა, რომლის რეალიზებასაც სამომავლოდ გეგმავს. თუმცა თუ ხელი მოჰკიდა მათ განხორციელებას, როგორც წესლი კოლოსალურ წარმატებას აღწევს.
თევზები – გონებაგაფანტული და ზედმეტად მეოცნებე თევზები იშვიათად ახერხებენ ცხოვრებაში ფინანსური კუთხით განსაკუთრებული წარმატების მიღწევას. თუმცა მათი ნიჭი ადამიანთა ფისქოლოგიის პერიპეტიებში ინტუიციურად გაერკვნენ და ამ უკანასკნელთა მხრიდან გულახდილობა გამოიწვიონ, ხშირად ხდება ბევრი თევზისთვის მედიცინის ან ფსიქოლოგიის დარგში მოღვაწეობით, ფულის შოვნის საფუძველი.
ფულთან დამოკიდებულება: თევზები ძუნწთა და ხელმომჭირნეთა კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნებიან, თუმცა ხშირად მათ სუვრილი უფრო აქვთ ვინმეს დახმარების და არა რეალური რესურსი. მუშაობას როგორც წესი თევზები თავს არ არიდებენ, თუმცა თუკი მათი შრომის პროცესს მკაცრი დედლაინებით არ აკონტროლებს ვინმე, შეიძლება პერიოდულად სიზარმაცემაც დარიოთ ხელი და რაღაც პერიოდი, სამუშაო კომპიუტერის ნაცვლად არყის ბოთლს დაუმეგობრდნენ.
ფინანსური კრედო: ”ადამიანური ურთიერთობები ფულზე არ იყიდება”
ფულის გამო მზადაა: იმუშაოს შემოქმედებითად. მთლად უკეთესი თუ გრაფიკი თავისუფალი იქნება. ასევე შეუძლია თავს ძალა დაატანოს და დინების საწინააღმდეგოდ ცურვა აიძულოს, თუკი მის ამ ქმედებას ახლობლების მხიდან მადლიერება მოჰყვება.
კომენტარები