“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ თანაგუნდელის, გიორგი ბარამიძის მოწოდებას, რომ ბოდიში მოიხადოს, “პალიტრანიუსის” ეთერში უპასუხა.
“ბოდიშის მოხდა რისთვის მომიწოდა იცით? აბრაამ ლინკოლნის ციტატის გამოყენებისთვის. მასა და ბრბო სინონიმებია, 200 წლის წინ კაცმა, რაღაც სამართლებრივი კუთხით გამოიყენა ტერმინი, რომელიც კოლექტივს ნიშნავს ინდივიდუალიზმის საწინააღმდეგოდ, გიორგი ბარამიძემ ეს გაიგო პირდაპირი მნიშვნელობით, თითქოს და ბრბოში იგულისხმებოდა არა ფილოსოფიური ბრბო, არამედ ხულიგნური დაჯგუფება.
წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს ასე რომ ვუთხრა: “ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი!” ან “ტროას ცხენი” ხარ – მეთქი, რომ ვუწოდო – პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე!”
მოგვიანებით, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, ამ საკითხთან დაკავშირებით წერს:
“ზოგს რომ გრძელი ჭია ყავს და ზოგს მოკლე, ეს კარგად ვიცით ნოდარ დუმბაძის ”თეთრი ბაირაღებიდან”. დღეს ჭიის სიგრძე არ გაიზომება. ამ პროცესს მომავალში იხილავთ.”
შეგახსენებთ, რომან გოცირიძე, ბათუმში მომხდარ ინციდენტს ასე გამოეხმაურა:
“რაც ბათუმში მოხდა, არის სამარცხვინო საქციელი. ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების გამო, რაგინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, არის ბოლშევიზმი.”
კომენტარები