იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ფაბრიციო კურჩომ, ხელი ახალ ბრძანებულებას მოაწერა, რომელიც უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.
დახმარება განკუთვნილია იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც იტალიაში 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ. თანხის მიღება ლტოლვილებს მას შემდეგ შეეძლებათ, რაც ქვესტურა ლტოლვილის დროებით ბინადრობის ნებართვას გადასცემს (რომელიც ერთწლიანია).
ზრდასრულ პირზე გამოყოფილია თვეში 300 ევრო, ხოლო არასრულწლოვანზე – 150 ევრო, სამი თვის განმავლობაში. თანხას იტალიის სახელმწიფო გასცემს იმ შემთხვევაში, თუ ლტოლვილმა პირმა იტალიაში თავად შეძლო საკუთარი თავის საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
როგორც TG24.SKY იუწყება, თუ ლტოლვილს პირადი საბანკო ანგარიში არ აქვს, თანხის აღება ქვეყნის ნებისმიერ საკრედიტო დაწესებულებაში შეუძლია.
კომენტარები