მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში, წერს:
აღდგომამდე ერთი კვირით ადრე უკვე “ცნობილი იყო” რამდენი კაცი დაინფიცირდებოდა და რამდენით “გაიზრდებოდა” ლეტალობის მაჩვენებელი, ყოველ წუთს გვესაუბრებოდნენ ამის შესახებ…თუმცა არავინ იცოდა რამდენი კაცი მივიდოდა ეკლესიაში ..საქართველოს “ნათელი” მხარე “ბნელ” მხარეს ქვეყნის დაქცევაში ადანაშაულებდა და ეკლესიის “ტერორისტულ” ორგანიზაციად გამოცხადებასაც კი მოითხოვდა…ეპითეტებს არ იშურებდნენ
დღეს მარნეულში აქცია გაიმართა, აი ისეთი ამ პანდემიას რომ დახატავს. ყველამ იცის რამდენი კაცი იყო და ყველამ იცის რა არის დაინფიცირების კოეფიციენტი..და, ჰოი საოცრებავ, არც არავინ იცის ვინმე თუ დასნებოვნდება და არც “ნათელი” მხარე გამოდის თავისი კალკულაციებით..ყველა ჩუმად არის…ალბათ მთავარი ოპოზიციური პარტიის ერიდებათ…და ქართულ ეკლესიასაც ვერ აბრალებენ რაიმეს!
მოკლედ ზუგდიდის აქცია ვაპატიეთ, მარნეულისაც ვაპატიეთ…მაგრამ აღდგომა უნდა გაუქმებულიყო!!!
კომენტარები