“ქართული მარშის” დეპუტატობის კანდიდატს ზუგდიდში, გიორგი გაბედავას, კორონავირუსი დაუდგინდა.
იგი ამჟამად კლინიკაშია უკვე გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც გიორგის ოჯახის წვერები გვიყვებიან, იგი თბილისში დაინფიცირდა.
“ალია” დაუკავშირდა გიორგი გაბედავასაც, რომელმაც მოგვწერა:
“ზუგდიდში ადგილების პრობლემა აქვთ, კოვიდსასტუმროებში კი, ნაცნობობით ხვდება ხალხი. ტესტის აღება ხდება ცუდ პირობებში და ბევრი იქვე ავადდება.
ცუდი მდგომარეობაა ზუგდიდში და ხელისუფლებას მოვუწოდებ მიხედონ ზუგდიდს! ზუგდიდის მერს დაუდგინდა კოვიდი ასევე და მისი სამეგობრო კომფორტულ პირობებში მკურნალობს, უბრალო ხალხს კი ყურადღება აკლია ეს ფაქტია და რომ გამოვჯანმრთელდები აუცილებლად ჩავალ და მოვთხოვ პასუხს ხელისუფლებას!”
კომენტარები