ზუგდიდში, უმძიმეს პირობებში მცხოვრები დევნილები ბიძინა ივანიშვილს პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
ყოფილ ლითონ-კონსტრუქციის შენობაში მცხოვრები ოჯახი შველას ითხოვს. ისინი გაუსაძლის პირობებში უკვე 10 წელია ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობენ.
ივანიშვილმა სწორედ ამ დასახლებიდან გადაიტანა ორი ორსაუკუნოვანი ევკალიპტი და ოჯახებს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასაც დაპირდა, თუმცა პირობა არ შეასრულა.
“ჩამოსული იყო ხის მოსანახულებლად. რომ დავინახე, მივედი, მინდოდა მეთქვა ჩემი მდგომარეობა, დაავალა აქაურ გამგეობას მიხედეთ ამ კაცსო. არავინ დამხმარებია, სხვებს თუ მისცეს მე რატომ არ მომცეს? – მწყინს. ოთხი თვე ვუვლიდი ამ ხეს, თანაც ვრწყავდი, 300 ლარს მიხდიდნენ თვეში”
“ალია” – რა იგულისხმა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვებში – ამ კაცს მიხედეთო – ხის მოვლის სანაცვლოდ გადახდილი 300 ლარი? ასე ესმის ხუთშვილიანი ოჯახის მიხედვა ზუგდიდის მერიას? თუ, ზუგდიდის მერიამ, უბრალოდ დაივიწყა ივანიშვილის თხოვნა?
კომენტარები