ლევან ხაბეიშვილის გადადგომას და ახლი არჩევნების ჩატარებას ნაცმოძრაობის კიდევ 17 წევრი ითხოვს – საგანგებო განცხადება დღეს ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა გაავრცელეს:
,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელია მოქმედი მენეჯმენტი. იმისათვის, რომ გადამწყვეტ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ შევხვდეთ ერთიანი ძალებით, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს დიდი გადატვირთვა ერთმანეთისკენ მისასვლელი გზების გამოსანახად, ვთვლით, რომ ამის რესურსი პარტიას და თანამებრძოლებს ჯერჯერობით კიდევ გაგვაჩნია.
მოვუწოდებთ, ლევან ხაბეიშვილს, დატოვოს თანამდებობა და უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – თავმჯდომარე, წევრები და ამავე ფრაქციიდან საკრებულოს თანამშრომლები:
1. მაია კალანდია;
2. თემურ ბასილაია;
3. კახა ჩანგელია;
4. მაია გაწერელია;
5. გიორგი სორდია;
6. მარიამ ახალაია;
7. ბესიკ გაბუნია;
8. გია მამფორია;
9. ლაშა ბეჭვაია;
10. დარეჯან გაბედავა;
11. ხათუნა შამუგია;
12. მირანდა ესებუა;
13. თამთა ჭიჭინაძე;
14. პაატა ადამია;
15. მირანდა გოგოხია;
16. მაია კუკავა;.
17. ბესიკ ჭეჟია
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდა გიორგი მუმლაძემაც.
კომენტარები