ფოტო – ოდიშინიუსი
“ოდიშინიუსის” ინფორმაციით ზუგდიდში 15 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი ე.წ. “შტირი” (წვრილი და გრძელი, ბასრი საგანი) მუცელში ჩაარტყეს. ე.წ. “შტირით” მიყენებული ჭრილობა განსაკუთრებით საშიშია, რადგან შიდა სისხლდენასა და, უმეტესწილად, სწრაფ სიკვდილს იწვევს.
მოზარდებს შორის გარჩევა რკინიგზის სადგურის უკან, მესხიას ქუჩაზე, ხიდთან მდებარე სპორტულ მოედანზე მოხდა, სადაც შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთმა ახალგაზრდამ კი 15 წლის ს.მ.-ს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა.
ამის შემდეგ თავდამსხმელები გაიქცნენ, მძიმედ დაჭრილი ს.მ. კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მხოლოდ მისი გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს.
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. ოდიშინიუსის ინფორმაციით, რამდენიმე მოზარდი, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ, პოლიციამ უკვე დააკავა.
კომენტარები