25 მარტიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოების მიზნით მივიღეთ, – ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვინაიდან არ გვაქვს უკონტაქტო გადახდა, მგზავრები თანხას იხდიან ნაღდი ფულით, ეს იწვევს ინფექციის გავრცელების რისკს, გადავწყვიტეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოქალაქეებს მოვემსახუროთ უფასოდ“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
მისი თქმით, ეს არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მოუწოდა მოსახლეობას მხოლოდ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე გადაადგილდნენ.
ახალი რეგულაციების მიხედვით, სოფლების მიმართულებით ბოლო რეისი 18:00 საათზე შესრულდება.
ტრანსპორტში მოქალაქეების რაოდენობას შესაბამისი სამსახური გააკონტროლებს. ასევე, ხვალიდან მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დაიწყება საკვების დარიგება, რომელიც განხორციელდება რეკომენდაციების სრული დაცვით.
1tv.ge
კომენტარები