ზუგდიდში, გვიან ღამით გამსახურდიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმის თქმით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება 117 მუხლის პირველი ნაწილითა დაიწყო.
კომენტარები