ზუგდიდში, საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით ფიფია სასამართლომ ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა, მეორე დაკავებულის სასამართლო პროცესი კი ამ წუთებში მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით ფიფია და სამოქალაქო აქტივისტი მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი საკრებულოსთან წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ.
გამოძიება მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში, წინა მოწვევის საკრებულომ მომდევნო წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ზუგდიდის ბიუჯეტი 46 მილიონით განისაზღვრა. მათ შორის 24 მილიონი საჯარო მოხელეთა ხელფასებზე გადანაწილდა.
საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე აქტივისტებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით “ბიუჯეტი დაუმტკიცეთ ნახვაწას”.
კომენტარები