ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსი კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა.
დადასტურებული შემთხვევებიდან სამი არასრულწლოვანია. ისინი 52 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერთან დაკავშირებული პირები არიან. ერთი ოჯახის წევრია, ხოლო ორი ნათესავი.
ამასთან, მეოთხე ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს.
კომენტარები