ზუგდიდში ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერი იზრდება – დღეს ცნობილი ხდება, რომ კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა. ინფიცირებული არასრულწლოვანია და ის ტრაილერის მძღოლის ნათესავია.
Covid 19-ი დაუდგინდა მამაკაცის 2 ნათესავს, რომლებიც ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ.
რაც შეეხება 42 წლის მღოლის კონტაქტებს – ამ დროისთვის კარანტინში 27 ადამიანია გადაყვანილი, 8 პირი კი თვითიზოლაციაშია. ახალი კორონავირუსი ამ ეტაპზე მძღოლის ოჯახის 6 წევრს, მათ შორის 3 არასრულწლოვანს დაუდასტურდა.
42 წლის მამაკაცი ორმხრივი პნევმონიით თბილისში გუშინ გადაიყვანეს.
კომენტარები