ზურაბ აბაშიძე კარასინთან საუბრის ჩანაწერზე პირველ განმარტებას აკეთებს
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე “კურიერთან” განმარტავს დღეს გავრცელებული ჩანაწერის შინაარსს.
აღნიშნულ ჩანაწერში აბაშიძე-კარასინის საუბარია ასახული. “ეს საუბრები გვქონდა ივნისის თვეში, 21 თუ 22 რიცხვში. მაშინ ძალიან რთული ვითარება იყო საზღვარზე. ორივე მხარეს იყო ათასობით მანქანა გაჩერებული იმის გამო, რომ ვერ ხდებოდა მათი ნორმალურად გატარება. ჩვენ მაქსიმალურად ვიყავით ჩართული, ჩვენი მეზობელი სომხეთი იყო შეწუხებული, მათი წარმომადგენელი იყო ჩამოსული, მათთან ერთად იყო საუბარი თუ რა უნდა გაკეთდეს, ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა მაშინ სიტუაციის განმუხტვა.
საზღვარია ორი მხარე – ჩვენი და იმათი, ასე რომ ვიღაცამ ამაზე უნდა ისაუბროს, ამისთვის არსებობს პრაღის ფორმატის საკომუნიკაციო არხი”,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ
“საიდუმლო რუსულ-ქართული კავშირი” – ვრცელდება აბაშიძე-კარასინის სკანდალური სატელეფონო ჩანაწერი
კომენტარები