„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინასაარჩევნო შეხვედრა ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მოსახლეობასთან გამართა.
ზურაბ აბაშიძემ საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ახალი სარეკრეაციო სივრცეების შექმნის, პარკების კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე გაამახვილა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ შემუშავებული განვითარების გეგმის მიხედვით, მთაწმინდის რაიონში შემავალი სოფლები ძალიან მალე ყველა თაობის ადამიანისთვის დასასვენებლად კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.
საუბარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კოჯორში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მოსახლეობის დახმარება დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების დაკანონების პროცესში.
კომენტარები