რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლთან დაკავშირებულ კრიტიკას არ ეთანხმება.
„სიმართლე რომ გითხრათ, საზოგადოების კრიტიკას არ ვეთანხმები, რადგან, მოგეხსენებათ, კოვიდ-19-ის მართვა ხდება კლინიკური ჯგუფის მიერ, რომელიც დეტალურად გადის ყველა პროტოკოლს, მკურნალობის თუ დიაგნოსტიკის პროტოკოლებს და ამის მიხედვით ხდება მისი დადგენა. ასე რომ, ეს სუფთა სამედიცინო საკითხია და მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ამ დაავადების მართვა უნდა ხდებოდეს ექიმებისა და ისეთი სპეციალისტების გადაწყვეტილებით, როგორიც თუნდაც ბატონი თენგიზ ცერცვაძეა.
გოფოძის განმარტებით, უსიმპტომო პაციენტებს პლაქვენილით არ მკურნალობენ, არამედ მათ აკვირდებიან.
„უსიმპტომო პაციენტებს პლაქვენილით არ ვმკურნალობთ. უსიმპტომო პაციენტებს ძირითადად აკვირდებიან და მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას უტარებენ. უსიმპტომო პაციენტებში პლაქვენილის ასე ფართოდ გამოყენება არ ხდება და არც უნდა ხდებოდეს, მაგ მოსაზრებას ვეთანხმები“
1.ტვ
გუშინ თენგიზ ცერცვაძემ პირველმა უპასუხა ამერიკაში მცხოვრებ ექიმს ზურაბ გურულს.
კომენტარები