ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას, სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მას ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებოდა თავდაპირველად ბრალას, თუმცა, მისი მუხლი მოგვიანებით გადაკვალიფიცირდა და ამჯერად სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მულით მიესაჯა სასჯელი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია ციხეში გაატარებს წელიწადნახევარს, დანარჩენი წელიწადნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2020 წლის 2 აგვისტოს დაჭრეს.
ბუსა ჟვანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე – განხზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლიდან, 117-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები