რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა:
„ორი გვამი უნდოდათ და მიიღეს. მესამე გვამია მერაბიშვილი, არაფერში არ სჭირდება ოპოზიციას ისინი, რადგან ის მხოლოდ ტვირთია მათთვის, ისე როგორც უგულავა და ოქრუაშვილი. ეს არის გაგრძელება იმ ქართული ისტორიის, როდესაც გარბოდნენ ირანში, რუსეთში თუ სხვაგან. ეს არ არის მათი სამშობლო. მათ ავიწყდებათ რომ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი იღებს და არა კუბილიუსი და გნებავთ რიში, რომელიც აშშ-ში მაღალი თანამდებობის პირია. მათი ქმედებების გარჩევა ჩვენი საქმე არ არის, მათ მათი ამომრჩეველი მოკითხავს პასუხს, ჩვენი საქმეა რომ ჩვენ აქ, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ხალხთან გავარკვიოთ რა არის თეთრი და რა არის შავი.
ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ბრძენი ქალი, დიდი გამოცდილების, ევროპული აზროვნების, მსოფლიო პოლიტიკის მცოდნე. მან გადადგა ნაბიჯი, რომელიც საქართველოში სხვა რომელიმე პოლიტიკოსისგან ძნელი წარმოსადგენი იყო და საკუთარ თავზე აიღო დარტყმა. გონიერი ადამიანი ყველა მიხვდება, რამხელა პრობლემა მოხსნა“
კომენტარები